ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა 

27 მაისი 2021, 17:14 809 ნახვა

კოვიდ-19-ის ზეგავლენის შეფასება ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაზე, ომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

''სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.  საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს. 

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკაზე კოვიდ-19-ის ზეგავლენის საკითხები და იმსჯელეს მოკლევადიან და საშუალოვადიან ღონისძიებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
სხდომაში პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაში  ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი