თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას უმკაცრესად გმობს შეერთებული შტატები. ,,ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონმა პროტასევიჩმა ძალდატანებით ჩაწერა, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე. შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას მის გათავისუფლებასთან, აგრეთვე ასობით პოლიტპატიმრის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ,“- აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი.
ჯო ბაიდენი ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება.