ბელარუსის ოპოზიციური ტელეგრამ-არხის ნექსტრას ხელმძღვანელი,ბლოგერი რომან პროტასევიჩი პოლიტპატიმრად აღიარეს. ბელარუსი უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება უფლებადამცველი ცენტრის "ვესნას" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ორგანიზაციები ბელარუსის ხელისუფლებისგან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.