მსოფლიოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 563 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 მაისი 2021, 11:02 742 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 563 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებმა 166 მილიონს გადააჭარბა.

გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 11 548 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3,5 მილიონს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გასული დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული ახალი შემთხვევების 46 პროცენტზე მეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე მოდის, რომელსაც ინდოეთის მონაცემებიც ემატება. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე კი ევროპის რეგიონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი