ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ხანძარი იყო

21 მაისი 2021, 15:17 3863 ნახვა

ხულოში, სოფელ ოქრუაშვილებში ხაძარი იყო.

ცეცხლი დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლზე გადავიდა. შანთაძეების 6 წევრიანი ოჯახიდან არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

ადგილობრივების და მაშველების დახმარებით, საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი გადაარჩინეს, თუმცა შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაწყებულია.

ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი