ახლო აღმოსავლეთში სარაკეტო დარტყმები გრძელდება

19 მაისი 2021, 20:21 1543 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის სექტორის პარალელურად ლიბანის მოსაზღვრე რაიონებსაც უტევს.  დღეს ებრაელმა სამხედროებმა  საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ლიბანის იმ რაიონს, საიდანაც ისრაელის მიმართულებით 4 რაკეტა გაუშვეს. არმიაში აკონკრეტებენ, რომ  საარტილერიო ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე მიმდინარეობდა. ლიბანიდან გაშვებული ოთხიდან, ერთი რაკეტა მოიგერიეს, ერთი ღია ადგილას, ორი კი ზღვაში ჩავარდა. ინციდენტი ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის საზღვარზე დაძაბული ვითარების ფონზე მოხდა. ღაზის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო შეტევები ფაქტობრივად არ წყდება. ისრაელის არმია კი ჰამასის სამიზნეების განადგურებას განაგრძობს და სამხედრო ოპერაციის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში