კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოში

19 მაისი 2021, 10:57 989 ნახვა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით ნაკლებია, - აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში. ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობამ დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის გარდა ყველა რეგიონში იკლო. ყველაზე მეტად კი ინფიცირების მაჩვენებელი ევროპის რეგიონში შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 2 387 663 შემთხვევა ინდოეთში დაფიქსირდა, რაც 13%-ით ნაკლებია ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით, შემდეგ მოდის ბრაზილია 437 076 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებზე 3%-ით მეტია, მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები 235 638 ახალი შემთხვევით, მეხუთე და მეექვსე ადგილზე კი არგენტინა და კოლუმბია არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში