აშშ-ის წარმომადგენელი თელ-ავივში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისთვის ჩავიდა - ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით პალესტინისა და ისრაელის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჰადი ამრი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ისრაელთან, პალესტინასთან და გაერო-ს მაღალჩინოსნებთან.
ისრაელში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტის მიზანია "მდგრადი სიმშვიდისკენ მუშაობის აუცილებლობის განმტკიცება".