გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ქობულეთში. წარმოქმნილ დისკომფორტზე საუბრობენ, როგორც ადგილობრივები, ისე ჩამოსული სტუმრები.
მაგალითად ქობულეთის ცენტრალური ქუჩებისთვის გათვალისწინებული ავტობუსებიდან 2 მწყობრიდანაა გამოსული, ზაფხულის მოსვლასთან ერთად კი მგზავრთა რაოდენობა იზრდება.
მერიაში პრობლემას აღიარებენ, თუმცა მირიან ქათამაძე ამბობს, რომ ავტოპარკის განახლებას პანდემიამ შეუშალა ხელი და უწყება გონივრულ ვადაში პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.