უფასო სასადილო ხვალიდან სასურსათო კალათებს გასცემს

14 მაისი 2021, 15:01 1680 ნახვა

ხვალიდან 5 დღის განმავლობაში,  უფასო სასადილოს 6 ათას  258 ბენეფიციარი ერთი თვის სასურსათო კალათას მიიღებს. ის ბენეფიციარი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისვლას ვერ შეძლებს, პროდუქტს  სოციალური სერვისების სააგენტო სახლში მიუტანს. 

უფასო სასადილოებში პანდემიის გამო ბენეფიციართა მიღება ყოველდღიურ რეჟიმში  შეჩერებულია და მათ თვეში ერთხელ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კუთვნილი კალათა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი