შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

03 ნოემბერი 2025, 14:40 150 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის ახალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და საქართველოსა და ისრაელს შორის ნაყოფიერი და მეგობრული ურთიერთობები. ისრაელის ელჩმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივის გარდა, ტრადიციულად მყარი და მრავალფეროვანია ორ ქვეყანას შორის ადამიანური კავშირები, რასაც ისრაელიდან საქართველოში ვიზიტად ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდაც ადასტურებს.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ისრაელის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. მან აღნიშნა მეგობრული ურთიერთობები ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანასთან, ასევე, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ხშირი და ნაყოფიერი გაცვლები. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, სასარგებლო იქნება ისრაელის გამოცდილების გაზიარება რეფორმების ძირითადი მიმართულებების მიხედვით.

ასევე, აღინიშნა საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის საელჩოს მიერ ერთობლივად გამართული ღონისძიების - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიის მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს მდგრად მშვიდობასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში, ხოლო ისრაელის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დაწვრილებით გააცნო სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა, მხარეთა პოზიციები და სამომავლო პერსპექტივები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე