ბათუმის თოჯინების თეატრში ახალი სპექტაკლის — „adios amigos ჰელადოსის“ — პრემიერა გაიმართა. ერთმოქმედებიანი დადგმა მაყურებელს აფხაზეთის თემით შთაგონებულ ისტორიას უყვება და მიგრაციის ფონზე დაკარგული და ნოსტალგიით სავსე ადამიანის შინ დაბრუნების სურვილს ასახავს.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები, ასევე დრამატული და თოჯინების თეატრის მოწვეული მსახიობები. სპექტაკლის რეჟისორია ნიკოლოზ ტუღუში.
დადგმა აჭარის კულტურის სამინისტროს თავისუფალი პროგრამების პროექტის ფარგლებში განხორციელდა.