აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით იზრდება.
ბიუჯეტის პროექტში ცვლილება ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომის ფორმატში განაცხადა.
ცვლილება შეეხება ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას, განათლებისა და კულტურის სფეროს დამატებით ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.