ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

03 ნოემბერი 2025, 12:01 229 ნახვა

დღეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად ქონების გადასახადის, მათ შორის მიწის გადამხდელი ფიზიკური პირები, ვალდებული არიან, 2025 წლის წლიური დეკლარაცია წარმოადგინონ, 2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 17 ნოემბრის ჩათვლით.

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია და მონაცემები არ იცვლება.

ასეთ შემთხვევაში სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე