საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკისგან 200 მლნ ევროს მიიღებს - საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე ხელი მოაწერეს.
შეთანხმება სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების'' კომპანია.