ხიხანის ციხემდე მისასვლელი ბილიკის რეაბილიტაცია

14 მაისი 2021, 11:56 910 ნახვა

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი  მოეწყობა, რომელიც დალაშქვრის გამარტივების მიზნით გაფართოვდება. ასევე დამონტაჟდება  მოაჯირები, მოწესრიგდება  კიბეები  და მოსასვენებელი ადგილები გამოიყოფა.  პროექტის მიხედვით, ტურისტული ბილიკი უნდა იყოს ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან მიახლოვებული და უსაფრთხო. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი  ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.  სამუშაოებისთვის ტენდერი  უკვე გამოცხადებულია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში