ბოლო 24 საათში, აჭარაში კოვიდი კიდევ 117 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 133 პაციენტი.
კლინიკა დატოვა 35-მა ადამიანმა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 451 პირი, კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 4 პაციენტი.
კოვიდ სასტუმროში რჩება 287 მოქალაქე, ონლაინ კლინიკაში კი 641.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 071 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 452 პირი, აჭარაში - 1 831.