ღაზის სექტორში მმართველი ჰამასის ორგანიზაციის სამხედრო ფრთა ისრაელის რამონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესახებ იუწყება.
„ალ-ქასამის ბრიგადა“ ირწმუნება, რომ აეროპორტის მიმართულებით 250 კილომეტრის რადიუსის მოქმედების მქონე ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი რაკეტა „აიაშ-250“ გაუშვეს.
მოძრაობა ჰამასის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ სარაკეტო შეტევები მიიტანეს თელ-ავივზე, იერუსალიმზე, დიმონსა და ისრაელის სხვა ისრაელსა და პალესტინას შორის ღაზის სექტორში დაპირისპირება ორშაბათს განახლდა.
ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათას 600-მდე რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ღაზის სექტორში 600-მდე სამხედრო სამიზნე განადგურდა.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გამწვავების დაწყებიდან დაიღუპა 6 მშვიდობიანი ებრაელი და ერთი სამხედრო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.