ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
სასამართლოს მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
გირაოს თანხა ევროკავშირმა ორი დღის წინ გადაიხადა.