ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით ორი რაკეტა გაისროლეს, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ღამით გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქ აშკელონში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან გასროლილი ერთი რაკეტა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, მეორე კი ღია სივრცეში ჩავარდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.