68-მდე გაიზარდა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. შემთხვევა შაბათს ქაბულში მოხდა. სკოლასთან ახლოს მდგარი ავტომობილის აფეთქების შედეგად მოსწავლეები დაიღუპნენ. ავღანეთის ხელისუფლება მომხდარში თალიბანს ადანაშაულებს, დაჯგუფება კი ბრალდებას უარყოფს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.