პლენუმის სხდომა

09 ნოემბერი 2016, 00:00 3594 ნახვა

5 საათზე მეტია მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს განახლებული პლენუმი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე,  რომელიც არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონკრეტულ კანდიდატს დაუსაბუთოს თუ რატომ უთხრა უარი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნაზე. ამასთან აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებას გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რაც მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლებს. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანომ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იქნება საკვალიფიკაციო პალატა, სადაც მოსამართლეებს უარის გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ძველ შემადგენლობას  აღნიშნული საქმის განხილვა დასრულებული ჰქონდა და გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ იყო გასული თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაწყვეტილება არ გამოაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია დაიწყება თუ არა ე.წ გახმაურებულიო საქმეების ხელახალი განხილვები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში