აშშ-ში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

07 მაისი 2021, 11:47 978 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. შემცირებულია გარდაცვალების ახალი შემთხვევებიც.  ბოლო მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ვირუსით ყოველდღიურად 600 ადამიანი იღუპება, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 32 მილიონზე მეტი შემთხვევა  გამოვლინდა,  დაღუპულია 594 006 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი