ჰოსპიტალური სექტორის შესაძლო გადატვირთვა -ეს იყო ერთ-ერთ მთავარი თემა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან განიხილა. ეკატერინე ტიკარაძემ მედიკოსებთან ერთად ისაუბრა კლინიკებში არსებულ საწოლფონდებზე, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.