ლონდონში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ჩასული ინდოელი დიპლომატები გამონაკლისის სახით კარანტინში არ გადაუყვანიათ, თუმცა კორონავირუსზე ყოველდღე იტესტებოდნენ.
დელეგაციის ხელმძღვანელი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად განაგრძობს.