რვაწლიანი პაუზის შემდეგ თურქეთსა და ეგვიპტეს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე იმსჯელებენ. შეხვედრა დღეს და ხვალ გაიმართება.