აკრძალული ღონისძიების ჩატარებისთვის ინსპექტირების სამსახურს ყოველდღიურად უწევს მოქალაქეების დაჯარიმება - თამარ გაბუნია

05 მაისი 2021, 13:35 1033 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შრომის ინსპექტირების სამსახურს ყოველდღიურად უწევს მოქალაქეებისა თუ ბიზნესის წარმომადგენლების დაჯარიმება რეგულაციებით აკრძალული ღონისძიებების ჩატარებისათვის.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის შეკავება უაღრესად მნიშვნელოვანია.

"სამწუხაროდ ინსპექტირების სამსახურს ყოველდღიურად უხდება დააჯარიმოს მოქალაქეები და ბიზნესი იმის გამო, რომ  ჩატარდა ქორწილი, ან სხვა აკრძალული ღონისძიება, სადაც მოსახლეობის თავშეყრა იყო და ეს რა თქმა უნდა იწვევს ეპიდემიის გავრცელების ხელშეწყობას"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან დაწესებული რეგულაციები. მისივე განმარტებით, მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ შემთხვევების შემდგომი მატება თავიდან ავიცილოთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი