ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 499 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 87, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11 პირი.
744 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 410 - თბილისში, 307 - აჭარაში. 10 115 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 69, ხოლო აჭარაში - 14.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 759 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 677 პირი, აჭარაში - 2 370.