ირანში გადაუღებელი წვიმის შედეგად ქვეყნის 9 პროვინცია დაიტბორა. სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობამ 47 სოფელი დააზარალა.
სტიქიის რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველებმა 100 ადამიანი გადაარჩინეს. დატბორილი ადგილებიდან ხალხის გამოსაყვანად მეხანძრე-მაშველების ათობით ბრიგადა მუშაობდა.
ხელისუფება დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.