აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში ''სინოფარმის'' ვაქცინა 70 ადამიანმა უკვე გაიკეთა, ჯავშანი კი გაკეთებული აქვს 1000-ზე მეტ პირს. ნინო ნიჟარაძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 8 კლინიკა და სამომავლოდ არ არის გამორიცხული არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპისთვის ,,სინოფარმით'' აცრის მიმდინარეობისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
როგორც მინისტრი ამბობს, ჩინურ ვაქცინაზე მოთხოვნა დიდია.
''8 დაწესებულებაა, სადაც ტარდება ვაქცინაცია, სამი პოლიკლინიკა არის ბათუმში, ხოლო მუნიციპალიტეტებში თითო სამედიცინო ცენტრი, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იყოს. სამედიცინო პერსონალი გადამზადებულია და ფლობენ ინფორმაციას, შესაძლო, გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით. ''სინოფარმზე'', ამ ეტაპისთვის, არსებული მონაცემებით, 1150 ჯავშანი იყო გაკეთებული. დადგა საჭიროება, რომ სამუშაო დღე და საათები გაიზარდოს, ასევე დაემატოს პოლიკლინიკები'' - განაცხადა მინისტრმა.
ნინო ნიჟარაძის თქმით, მიმდინარეობს ''ფაიზერით'' და ასტრაზენეკათი'' ვაქცინაციაც.
,,ფაიზერის'' მეორე დოზით მოქალაქეების აცრა 15 მაისს დასრულდება.