ევროკომისიის რეკომენდაცია

03 მაისი 2021, 14:47 1082 ნახვა

ევროკომისია წინადადებით გამოდის, ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცეს არა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებს, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, არამედ ყველა იმ პირსაც, ვისაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ვაქცინა აქვს მიღებული. ეს ასევე შეიძლება გავრცელდეს იმ ვაქცინებზე, რომლებმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღეს“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ციფრული მწვანე სერთიფიკატის“ ამოქმედებამდე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ვაქცინაციის სერთიფიკატების მიღება. ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი