ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა 

03 მაისი 2021, 12:57 3692 ნახვა

დღეს, 3 მაისს, ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა ''ბიემსში'' 4 აპრილს შეიყვანეს. 

უწყების ცნობით, ქალს ანამნეზში აღენიშნებოდა - ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა და პნევმონია.

პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა.

''მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

დღეს, აჭარაში კორონავირუსით სულ სამი პაციენტი გარდაიცვალა, ორი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი