აჭარაში კორონავირუსი 68 ადამიანს დაუდასტურდა 

03 მაისი 2021, 10:55 1200 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 68 ადამიანს დაუდასტურდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 85 პირი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 483 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 89, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი.

790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი