ბიუროს სხდომა

09 ნოემბერი 2016, 00:00 3297 ნახვა

აჭარის  2017  წლის  რესპუბლიკური  ბიუჯეტის  განხილვები უმაღლესი საბჭოს  კომისიებში იწყება.  დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც  დეპუტატებმა ბიუჯეტის საკითხზე უნდა იმსჯელონ. განხილვას უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა იწყებს, თუმცა მთავარ ფინანსურ დოკუმენტი ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. 2017 წლის ბიუჯეტი 238 მილიონია, ის 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან  შედარებით 6 მილიონითაა გაზრდილი.  

ამავე კატეგორიაში