რუსეთის სანქციები ევროპარლამენტარებს

01 მაისი 2021, 15:16 1073 ნახვა

რუსეთმა ევროკავშირის რვა მოქალაქეს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის სანქციები დაუწესა. მოსკოვის ე. წ. შავ სიაში მოხვდნენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა და ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი იორგ რაუპახი. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის საპასუხო ზომები ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებზე. მოსკოვის სანქციებს პასუხი მოყვა ევროპარლამენტშიც. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ რუსეთის სანქციები ევროპარლამენტს ვერ გააჩუმებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი