ვიდრე პარტიები ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე ისევ დავობენ და ვიდრე ყველა პარტია პარლამენტში შევა, ოპოზიციაში კიდევ ერთი საკითხი გახდა განხილვის, ერთმანეთის კრიტიკის და სავარაუდოდ დაპირისპირების მიზეზიც.
გიორგი ვაშაძე თვლის, რომ თუ ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი იქნება, ეს გამარჯვების ნაცვლად მარცხს მოიტანს, შესაბამისად მისი კანდიდატურის მხარდაჭერასაც არ აპირებს.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეს პოზიცია დაუწუნეს ყოფილ თანამოაზრეს.
,,ეს არის განცხადება განცხადებისთვის, რომელიც ხელს უწყობს კიდევ უფრო დაპირისპირებას ოპოზიციაში“ -თქვეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.