ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 146 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოჯანმრთელდა 114 პირი, დღემდე რეგიონში კოვიდ-19 სულ 37 770 ადამიანმა დაამარცხა.
გუშინ კლინიკა დატოვა 29-მა პაციენტმა. რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 8 პირი.
29 აპრილის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 361 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 335, ხოლო ონლაინ კლინიკაში 739.
აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო დახურულია 14 სკოლა და 10 ბაღი. სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასულია 37 კლასი.