ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვაზე მოიჯარეები მივიდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

27 აპრილი 2021, 18:47 1242 ნახვა

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვის დაწყებამდე, ჯიხურების და კაფეების მოიჯარეები მივიდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მოიჯარეები ბათუმის ბულვარის ახალ კონცეფციას აპროტესტებენ. მათივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბულვარში მათი ობიექტების აღება იგეგმება. ხელშეკრულებები შეწყვეტილი აქვთ და ახალი კონცეფციის დამტკიცებამდე უცნობია, ახალ სეზონზე მათი ობიექტები როგორ გააგრძელებენ საქმიანობას. რადგან ობიექტების დიდი ნაწილი ბულვარის ტერიტორიას ეკუთვნის.

განხილვის დაწყებამდე მოიჯარეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს.

ირაკლი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ ის აღარ არის ბულვარის დირექტორი და მისთვის გაუგებარია მოიჯარეების პრეტენზიები. რაც შეეხება მოიჯარეების მოთხოვნებს, ახალ კონცეფციაში საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია დარჩეს კომერციული ობიექტები, მაგრამ ერთიან კონცეფციაში უნდა ჩაჯდეს ეს ყველაფერი. ახალი კონცეფციის დამტკიცების შემდეგ უნდა შეიქმნას ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც  შემდგომ საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას.

ამ წუთებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან სამართალდამცავები იმყოფებიან.

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, "ბაუ დიზაინი" არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბულვარის გენგეგმის საჯარო განხილვას გეგმავდა. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმის განხილვა ჩაიშალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი