ოსკარის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი 2021, 12:34 755 ნახვა

ამერიკის კინო-აკადემიამ 23 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლევანდელი ღონისძიება ჩვეულებრივზე ორი თვით გვიან ჩატარდა, რადგან პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ფილმმა  სახელწოდებით: „მომთაბარეთა მიწა“ გაიმარჯვა. ეკრანიზაციის რეჟისორი ქლოე ჟაოა, რომელსაც ასევე გადაეცა ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის და კინოს ისტორიაში მეორე ოსკაროსანი რეჟისორი ქალი გახდა. ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი, ოსკარი ამავე ფილმში  შესრულებული როლისთვის ფრენსის მაკდორმანდს ერგო. ეს მისთვის მესამე ოსკარია და ის ოსკარების რაოდენობით მერილ სტრიპს დაეწია. საუკეთესო კაცი მსახიობის კატეგორიაში კი ოსკარი მოულოდნელად ენტონი ჰოპკინსს, ფილმ "მამაში" შესრულებული როლისთვის გადაეცა. იუნ იუჰ ჯუნგი პირველი კორეელი მსახიობი გახდა, რომელმაც ოსკარი მოიპოვა ფილმ "მინარიში" ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. საუკეთესო ორიგინალური სცენარი - ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა სახელწოდებით, „იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალი“. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 2021 წლის ოსკარი ფილმს სახელწოდებით - "ორი შორეული უცნობი" გადაეცა. ნომინაცია საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა სული. საუკეთესო მუსიკის კატეგორიაშიც ამ ანიმაციამ გაიმარჯვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში