რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს. რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანა შეეზღუდებათ. კრემლში საუბრობენ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრაზეც. ცნობილია, რომ სავარაუდო, თარიღად ივნისი განიხილება.