აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

26 აპრილი 2021, 11:05 617 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  419 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 73,  ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი.

727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 - თბილისში, 284 - აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 2.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში