სპეციალური ოპერაციების ძალებში „აისი“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლების სწავლება დასრულდა. მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ ჩაუტარდათ. სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.