დღეს ქობულეთში კოვიდ 19-ის დადასტურების გამო კიდევ 2 სკოლა დაიხურა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, სასწავლო დაწესებულებები ორკვირიან ონლაინ სწავლის მოდელზე გადავიდნენ. ინფიცირებულები არიან პედაგოგები და მოსწავლეები.
ჯამში აჭარაში ამ დროისთვის დახურულია 8 სკოლა, 30-ზე მეტი კლასი კი დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით დაავადებული 10 პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა კორონავირუსის 1 226 შემთხვევა. აქედან აჭარაში 101.