ენერგოეფექტურობის იდეა მთიან აჭარაში

22 აპრილი 2021, 20:02 339 ნახვა

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ჩვენი ყოველდღიურობა უკვე წარმოუდგენელია ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, ინტერნეტის თუ კომფორტულად მოწყობილი საცხოვრებელი სახლების გარეშე, რომელთა ფუქციონირებისათვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო.

გარემოსთვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, უკვე მზის ენერგიას იყენებს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ყოველ საათში დედამიწაზე იმდენი მზის ენერგია აღწევს, რომ ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნებოდა საჭირო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში