22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა. მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარა.