აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

21 აპრილი 2021, 10:15 1308 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი, გარდაიცვალა 1.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა კიდევ 60-მა პაციენტმა.

ამ ეტაპზე კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო მონაცემებით, კლინიკებში მკურნალობს 332 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 254, ონლაინ კლინიკაში 593.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში