ხვალ ქობულეთში 6 664 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

20 აპრილი 2021, 20:39 1544 ნახვა

''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ქობულეთში ხვალ, 21 აპრილს დილის 6:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება, აბონენტებს, ბუნებრივი აირი ხუთშაბათიდან, ეტაპობრივად აღუდგებათ.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქობულეთში, დავით აღმაშენებლის, რუსთაველის, თამარ მეფის სანაპიროს, კომახიძის, ბაგრატიონის, მეგობრობის, თბილისის, კოსტავა, 9-აპრილის, თავისუფლების, ჩეხოვის, ლერმონტოვის, 26 მაისის, ლესელიძის, გურამიშვილის, ჭავჭავაძის, ნონოშვილის და ძნელაძის ქუჩის აბონენტებს.

ასევე მემედ აბაშიძის ქუჩას, ოღონდ ნაწილობრივ მდინარე კინტრიშის ხიდამდე და გვარა-კონდიდის სოფლებს.

სულ გაზი გაეთიშება 6 664 აბონენტს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი