რუსეთში აშშ-ის ელჩი ვაშინგტონში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს

20 აპრილი 2021, 14:59 1158 ნახვა

ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა  გასულ კვირას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების გამო დაიძაბა. თეთრმა სახლმა  რუსეთში თავისი ელჩი, ჯონ სალივანი კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში გაიწვია. ელჩი   რუსეთში სავარუდოდ რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. ჯო ბაიდენის  განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან. სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი