თავდაცვის ძალებს 149 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისში” გაიმართა. შემდეგ კი რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ. რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაიარეს. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდება შეისწავლეს.