შუახევის კულტურის ცენტრმა გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე- 11 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს უმასპინძლა. სტუმრები ადგილობრივ მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ შემოქმედებას და ეთნოგრაფიას გაეცნენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            